baneri_GA

მწვანე ალტერნატივამ და საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 17 მარტის ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომლითაც სს ,,ონის კასკადის“ 206.1 მგვტ სიმძლავრის ,,ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის“ პროექტზე  გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა.

ჰესის მშენებელმა კომპანიამ – სს ,,ონის კასკადმა“, არ უზრუნველყო ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს უსაფრთხოებისათვის არსებული რისკების შესამოწმებლად კანონით სავალდებულო კვლევების ჩატარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, ნაცვლად იმისა, რომ უარი ეთქვა პროექტზე დადებითი გადაწყვეტილების გაცემაზე, დაავალა მშენებარე კომპანიას,  პოსტ-ფაქტუმ, იმ ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო იყო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.

ამასთანავე, გასაჩივრებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უხეშად იქნა უგულებელყოფილი საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

საია და მწვანე ალტერნატივა სასამართლოში  ადგილობრივი მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ.

საკონტაქტო პირები:

მწვანე ალტერნატივა
ირაკლი მაჭარაშვილი, 551 50 92 98

საია
დარინე სალდაძე;
ტელ: 577 07 05 76; 598 19 85 12