biomravalferovnebaze

2015 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის  პირველი ვერსია გამოაქვეყნა.

ქვემოთ წარმოდგენილია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე. თავდაპირველად, წარმოდგენილია კანონპროექტთან დაკავშირებული ზოგადი, პრინციპული ხასიათის შენიშვნები; მეორე ნაწილში მოცემულია შენიშვნები და წინადადებები მუხლობრივად, მხოლოდ ზოგიერთი მუხლის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტი პირველად გამოქვეყნდა და მისი საჯარო განხილვა ჯერ არ ჩატარებულა, დაწვრილებითი მუხლობრივი შენიშვნების წარმოდგენა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, სანამ სამინისტროს მხრიდან არ იქნება განმარტებული ზოგიერთი პრინციპული საკითხი და არ იქნება მიღწეული მათზე გარკვეული კონსენსუსი. ბოლოს წარმოდგენილია ზოგიერთი რეკომენდაცია წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის დახვეწასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვრცლად