DSC_0064

2020 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაიმართა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“. სხდომაზე მწვანე ალტერნატივამ თავისი შენიშვნები და  შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებები წარმოადგინა.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  გატანამდე, შედგეს სამუშაო შეხვედრები ექსპერტებს, სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის, რისი აუცილებლობის შესახებ 12 თებერვლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა მისმა თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო წილოსანმა.  იმედს გამოვთქვამთ, რომ  არსებული ხარვეზების გამოსწორების შემდეგ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ახალი ტყის კოდექსი.