shuakhevi

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდ. აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ (Clean Energy Invest, CEI) შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (Adjaristsqali Georgia LLC, AGL) გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას მდ. აჭარისწყალზე, რომლის შემადგენლობაშიც შედის შუახევი ჰესი (185 მგვტ), კორომხეთი ჰესი (150 მგვტ) და ხერთვისი ჰესი (65 მგვტ). 2013 წელს კომპანიამ მიიღო შუახევი ჰესის მშენებლობის ნებართვა და დაიწყო მშენებლობა.

პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ. შუახევი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი აპროტესტებს. პროტესტის საფუძველი მრავალგვარია, როგორც მიწისა და წყლის „მიტაცება“-სთან დაკავშირებული საკითხები, ისე მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი გეოლოგიური რისკები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, დასაქმების პრობლემები და ა.შ.

წინამდებარე ნაშრომის მიზანია დაზარალებულ მოსახლეობაზე პროექტის გენდერული ზემოქმედების შეფასება და ასევე პროექტის დოკუმენტაციისა და მშენებლობის მიმდინარე პროცესის თავსებადობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებთან. იხილეთ ვრცლად