kvanaxshiri

2015 წლის 16 ოქტომბერს ჩინურმა კომპანიამ Dongfang Electric-მა და საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა ხელი მოაწერა საქართველოში 200 მლნ დოლარის ღირებულების 150 მეგავატი ქვანახშირის თბოლელექტროსადგურის მშენებლობის განზრახულობათა ოქმს.

იმავე დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას, შპს „ტყიბული-150“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის  მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.“ ხელშეკრულების თანახმად, 150 მეგავატის სიმძლავრის ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო არა უგვიანეს 2016 წლის 30 სექტემბრისა და დასრულებულიყო 2020 წლის 1 იანვრამდე.

2016 წლის 30 ივნისს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ნახშირზე მომუშავე სადგური აშენდება არა ქ. ტყიბულში, არამედ  გარდაბანში. იხილეთ ვრცლად