tkis_kodeksze

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსი“ პირველი ვერსია (კანონპროექტი) გამოაქვეყნა. ქვემოთ წარმოდგენილია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშრებით.  

საკითხის აქტუალობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს კანონპროექტთან დაკავშირებით სამინისტროში შემოსული მოქალაქეების, ექსპერტების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ყველა  შენიშვნისა და წინადადების გამოქვეყნება, აღნიშნულის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და კანონპროექტის საჯარო განხილვების ორგანიზება. იხილეთ ვრცლად