baneri_GA

მწვანე ალტერნატივა და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: “ენერგეტიკა და ენერგეტიკის განვითარების ხედვების აუცილებლობა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ჟურნალისტებისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდება ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე საქართველოში. ტრენინგის შედეგად, ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში დაუსვან მწვავე შეკითხვები პოლიტიკურ პარტიებს  ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხედვებთან დაკავშირებით.  

ტრენინგზე  განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

- რა არის ენერგეტიკა და როგორ ხდება მისი დაგეგმვა;
ენერგეტიკული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები;
- რა პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს ენერგეტიკული სტრატეგია;
- ენერგიის ფასისა და სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრა;
- საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე ენერგოპროექტების თავსებადობა ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან;
- საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

თუ თქვენ ხართ ჟურნალისტი ან/და წარმოადგენთ მედია ორგანიზაციას, დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული საკითხებით ან უკვე მუშაობთ ამ მიმართულებით, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა!

ტრენინგში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 20 ივლისის 18:00 სთ-ისა, დაადასტუროთ მონაწილეობა ნათია ქსოვრელთან ელექტრონულ მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 229 27 73; 222 38 74; 593 449429. მონაწილეობის დადასტურების შემდეგ, მონაწილეებს დაეგზავნებათ სემინარის დეტალური დღის წესრიგი.

ტრენინგი ჩატარდება თბილისში 3 აგვისტოს – სასტუმრო „ბეტსი“ (მაყაშვილის ქუჩა 32-34).