dargveva2

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ უკვე მესამედ მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამჯერად, მიმართვაში აღწერილია საზოგადოებისათვის კომენტარებისა და შენიშვნების წარდგენის ვადის დარღვევის 10 შემთხვევა და საჯარო განხილვის კანონით დადგენილი ვადის დანიშვნის 1 შემთხვევა.