baneri_GA

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში
საჩივრების წარდგენისა და განხილვის პროცედურები 

სამუშაო შეხვედრა

 

2018 წ. 6 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ (კოსტავას ქ. #14) მწვანე ალტერნატივა გამართავს სამუშაო შეხვედრას, რომელიც დაეთმობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისადმი საჩივრებით მიმართვის შესაძლებლობებისა და პროცედურების განხილვას. 

შეხვედრაზე განიხილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development, EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (Asian Development Bank, ADB) გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის ის მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა სხვადასხვა სახის, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებლებისთვის, ამ ბანკებიდან დაფინანსების მოსაპოვებლად.

შეხვედრაზე განხილული იქნება, ასევე, ბანკებში მოქმედი საჩივრების განხილვის დამოუკიდებელი ორგანოების მუშაობის პრინციპები და ამ ორგანოებში საჩივრების წარდგენის შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეები შეასრულებენ საჩივრების მომზადების პრაქტიკულ სავარჯიშოებს  ინფრასტრუქტურული (ენერგეტიკული, საგზაო) პროექტების მაგალითზე.

შეხვედრა განკუთვნილია ენერგეტიკის, საგზაო ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის და გენდერულ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების (როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური) ჯგუფების წარმომადგენლებისთვის თბილისიდან და იმ რეგიონებიდან, სადაც მიმდინარეობს ან/და იგეგმება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა არაუგვიანეს 2018 წლის 3 ივლისის 18:00 სთ-ისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით:

ტელ.: (+995 32) 222 38 74
ელ.ფოსტა: nksovreli@greenalt.org
საკონტაქტო პირი: ნათია ქსოვრელი
მობ.: 593 44 94 29