მწვანე ალტერნატივა კვალავ ითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პროცედურების დაცვას

picture

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ უკვე მესამედ მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამჯერად, მიმართვაში აღწერილია საზოგადოებისათვის კომენტარებისა და შენიშვნების წარდგენის ვადის დარღვევის 5 შემთხვევა და საჯარო განხილვის კანონით დადგენილი ვადის დანიშვნის 1 შემთხვევა.   

»»»

მწვანე ალტერნატივა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პროცედურების დაცვას ითხოვს

abra GA

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა.

»»»

მწვანე ალტერნატივას მიმართვა მინისტრს ჭიორაჰესის პროექტის დარღვევით განხილვის თაობაზე

onii

ონის მუნიციპალიტეტში, შპს „ჭიორა ჰესის“ 15.85 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხილვის პროცესის კანონით დადგენილი წესის დარღვევით მიმდინარეობის გამო მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა.

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება მაღალმთიან რეგიონებში საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით

Tusheti 01 413

2018 წლის 25 აპრილს  მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი განეკუთვნება ორჰუსის …

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მორიგი დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის შესახებ

baneri_GA

როგორც ცნობილია, 2017 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ყოვლად დაუსაბუთებელ ინიციატივას – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიერთებას და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემას. 2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ამჯერად, იგეგმება შიდა რესტრუქტურიზაცია გაერთიანებულ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის …

»»»

მწვანე ალტერნატივას კომენტარი „საქართველოს ტყის კოდექსი“-ის კანონპროექტზე

forest

წარმოგიდგენთ, მწვანე ალტერნატივას კომენტარებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“ (2018 წლის 24 იანვრის ვერსიაზე), რომელიც მოიცავს როგორც ზოგად, ისე მუხლობრივ შენიშვნებს და ასევე ასახავს ა.წ. 26 თებერვალს გამართულ საჯარო განხილვაზე წარმოჩენილ პრობლემურ საკითხებს.  იხილეთ ვრცლად

»»»

მწვანე ალტერნატივას კომენტარები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“ (2018 წლის 24 იანვარის ვერსიაზე)

forest_2018

„საქართველოს ტყის კოდექსი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იმართოს ქვეყნის ტერიტორიის 40% მომავალი წლების განმავლობაში. საქართველოს ტყით დაფარული ნაწილზე დამოკიდებულია მთელი ქვეყნის უზრუნველყოფა სასიცოცხლო რესურსებით – ეკოსისტემური სერვისებით. ამაში არა მხოლოდ მოსახლეობის შეშითა და სამასალე მერქნით უზრუნველყოფა, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაც (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კომუნალური სექტორი, ტურიზმი, რეკრეაცია და სხვ.) იგულისხმება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია …

»»»

გარემოს დაცვის სამინისტროს რეფორმირების პირველი შედეგები

baneri_GA

ორი თვის წინ, 2017 წლის დასასრულს, საქართველოს მთავრობის უეცარი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით და საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი უწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა. ამ ინსტიტუციური რეფორმის ინიციატორები და მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ რეფორმა არათუ დაასუსტებდა, არამედ პირიქით, გააძლიერებდა ახალი უწყების გარემოსდაცვით მიმართულებას, სახელმწიფო უკეთ დაიცავდა გარემოს და ამასთან ერთად, ეჭვქვეშ არ დადგებოდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით …

»»»

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე პრემიერს

mimartva

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე პრემიერს – ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის შესახებ

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ

baneri_GA

დღეს, 13 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ჩაატაროს მთავრობის მორიგი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილება. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის თანახმად, სხვა სტრუქტრულ ცვლილებებთან ერთად: – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი“; და – „გარემოს დაცვის სამინისტროს“ შეურთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. იმდენად, რამდენადაც მთავრობის ამ …

»»»

Page 1 of 1312345...10...Last »