პოზიცია და შენიშვნები ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ

baneri_GA

პოზიცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ და შენიშვნები ამავე პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სკოპინგის ანგარიშზე. ჩამოტვირთვა

»»»

დარიალის ხეობა თერგის გარეშე რჩება

DSC_0168

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ შპს „დარიალი ენერჯის“ წარუდგინეს შენიშვნები და კომენტარები დარიალის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ (ბსგზშ) ანგარიშის საზოგადოებრივი განხილვისთვის წარმოდგენილი ვერსიის თაობაზე. პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგზე, დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. დარიალი ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, …

»»»

რატომ არ უნდა აშენდეს ხუდონის ჰიდროელექტროსადგური

საქართველოს მთავრობისა და კომპანია Trans Electrica (ინდოეთი) განცხადებით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გულისხმობს 200 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხლისა და 650 მეგავატი სიმძლავრის მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას სვანეთში. პროექტი ითვალისწინებს 530 ჰა ფართობის ტერიტორიის დატბორვას, რის გამოც შეიქმნება 3.5 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ხელოვნური რეზერვუარი. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მიუღებელია შემდეგი ფაქტორების გამო: 1. ძლიერი ზემოქმედება მკვიდრ მოსახლეობაზე  იძულებით …

»»»

კომპანია Trans Electrica, Ltd-ს განცხადება

„გატყობინებთ, რომ კომპანია Trans Electrica, Ltd., რომელიც ძირითადად მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვის, კვლევის, განხორციელების, ექსპლუატაციისა და მართვის სფეროში, ახორციელებს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ხოლო განსახლების სამოქმედო გეგმას (RAP) ამზადებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია (APLR). მოცემულ ეტაპზე მომზადებულია წინასწარი (სკოპინგის) ანაგარიში (ანგარიშის …

»»»

საჯარო განხილვის ოქმი

IMG_0457

ტყის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვის პირველი ოქმი. 

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პოზიცია კანონპროექტთან „ტყის შესახებ“ დაკავშირებით

DSC00537

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პოზიცია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან „ტყის შესახებ“ დაკავშირებით.

»»»

სიტუაციის ანალიზი

abra GA

2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროების ნაცვლად, შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ამ უკანასკნელს ყოფილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები გადაეცა: გარემოს დაცვის ინსპექცია, საგამოძიებო დეპარტამენტი და სსიპ სატყეო სააგენტო. ეს ერთეულები მოგვიანებით დაიშალა. …

»»»

მწვანე ალტერნატივა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სასამართლოში უჩივის

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 1 სექტემრის N 175 ბრძანების გაუქმება, რომლითაც დამტკიცდა „ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სახეობები“ (სტილი დაცულია). მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბრძანება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გამოსცა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. 

»»»

მწვანე ალტერნატივას მიმართვა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით

abra GA

მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონპროექტით შემოთავაზებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების გარემოდან ამოღების ახალ წესები და პროცედურები. მწვანე ალტენატივამ განცხადება, ასევე შენიშვნები და რეკომენდაციები გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებს, კომიტეტებსა და ფრაქციებს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების …

»»»

„მწვანე ალტერნატივას“ და „სტეფანწმიდას“ შენიშვნები დარიალის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშსა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმაზე

baneri_GA

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ მოამზადეს და პროექტის განმახორციელებელს შპს „დარიალი ენერჯის“ წარუდგინეს შენიშვნები დარიალის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშსა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმაზე. პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. დარიალი ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, რომელიც აერთებს საქართველოსა …

»»»

Page 10 of 15« First...89101112...Last »