მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდ. ჭოროხზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე

Chorokhi

თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ გეგმავს მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე 21 და 53 (ზ.დ.) ნიშნულებს შორის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია) ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას. პროექტი ითვალისწინებს 3-საფეხურიანი კალაპოტური ტიპის ჰესების კასკადის (კირნათი, ხელვაჩაური I და ხელვაჩაური II) მშენებლობასა და ექსპლუატაციას საერთო სიმძლავრით 105,7 მეგავატი. პროექტის დაფინანსების საკითხი რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის (მსოფლიო ბანკი, ევროპის …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა ჰესების პროექტების შეჩერებაზე

DSC_0627

მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებამდე არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ჰესების პროექტების შეჩერებას. დღეს, 21 დეკემბერს საქართველოსა და უცხოეთის 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოითხოვეს საქართველოში გიგანტური და მოსახლეობისა და გარემოსთვის საზიანო ჰიდროელექტროსადგურების პროექტების შეწყვეტა. იხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა

»»»

ხაიშის თემის წერილი ხუდონჰესის პროექტის თაობაზე

DSCF2304

ხაიშის თემის წერილი საქართველოს ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფართო საზოგადოებას ხუდონჰესის პროექტის თაობაზე. იხილეთ წერილი ვრცლად

»»»

პოზიცია და შენიშვნები ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ

baneri_GA

პოზიცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ და შენიშვნები ამავე პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების 2011 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ სკოპინგის ანგარიშზე. ჩამოტვირთვა

»»»

დარიალის ხეობა თერგის გარეშე რჩება

DSC_0168

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ შპს „დარიალი ენერჯის“ წარუდგინეს შენიშვნები და კომენტარები დარიალის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ (ბსგზშ) ანგარიშის საზოგადოებრივი განხილვისთვის წარმოდგენილი ვერსიის თაობაზე. პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგზე, დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. დარიალი ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, …

»»»

რატომ არ უნდა აშენდეს ხუდონის ჰიდროელექტროსადგური

საქართველოს მთავრობისა და კომპანია Trans Electrica (ინდოეთი) განცხადებით, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გულისხმობს 200 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხლისა და 650 მეგავატი სიმძლავრის მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას სვანეთში. პროექტი ითვალისწინებს 530 ჰა ფართობის ტერიტორიის დატბორვას, რის გამოც შეიქმნება 3.5 მლნ კუბური მეტრის მოცულობის ხელოვნური რეზერვუარი. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მიუღებელია შემდეგი ფაქტორების გამო: 1. ძლიერი ზემოქმედება მკვიდრ მოსახლეობაზე  იძულებით …

»»»

კომპანია Trans Electrica, Ltd-ს განცხადება

„გატყობინებთ, რომ კომპანია Trans Electrica, Ltd., რომელიც ძირითადად მოღვაწეობს ჰიდროენერგეტიკული პროექტების დაგეგმვის, კვლევის, განხორციელების, ექსპლუატაციისა და მართვის სფეროში, ახორციელებს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ხოლო განსახლების სამოქმედო გეგმას (RAP) ამზადებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია (APLR). მოცემულ ეტაპზე მომზადებულია წინასწარი (სკოპინგის) ანაგარიში (ანგარიშის …

»»»

საჯარო განხილვის ოქმი

IMG_0457

ტყის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვის პირველი ოქმი. 

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პოზიცია კანონპროექტთან „ტყის შესახებ“ დაკავშირებით

DSC00537

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პოზიცია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტთან „ტყის შესახებ“ დაკავშირებით.

»»»

სიტუაციის ანალიზი

abra GA

2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროების ნაცვლად, შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ამ უკანასკნელს ყოფილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები გადაეცა: გარემოს დაცვის ინსპექცია, საგამოძიებო დეპარტამენტი და სსიპ სატყეო სააგენტო. ეს ერთეულები მოგვიანებით დაიშალა. …

»»»

Page 12 of 17« First...1011121314...Last »