არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული წინადადებებით მიმართავენ

2427

მწვანე ალტერნატივამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადეს წინადადებები საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამ კანონპროექტზე. ამ კანონპროექტებით, ცვლილება შედის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში, იქმნება არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტები. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, თუმცა მწვავე შეფასება მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოსდაცვითი ექსპერტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, …

»»»

მწვანე ალტერნატივა წიაღით სარგებლობის 100 ლიცენზიის გაყიდვის გეგმის დამტკიცების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

rgani

მწვანე ალტერნატივამ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შესწავლა – მოპოვების ლიცენზიების გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის № 156/ს ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. 2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა საზოგადოებას …

»»»

EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან

abra GA

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის …

»»»

კანონდარღვევები აუქციონებზე – მწვანე ალტერნატივას განცხადება

baneri_GA

მწვანე ალტერნატივას განცხადება სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კანონდარღვევით გამოცხადებული აუქციონების შესახებ 2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წაიღითსარგებლობის ლიცენზიების სულ მცირე 6 აუქციონი კანონდარღვევითაა  გამოცხადებული. კერძოდ, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესი ჯერაც მიმდინარეობს გარემოს …

»»»

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები: ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის წარუმატებლობის მიზეზი მისი შემუშავების გაუმჭვირვალე, არამონაწილეობითი პროცესია

DSC_0064

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები (მწვანე ალტერნატივა,„საბუკო“, „ნაკრესი“)  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინოს პარლამენტს, რადგან ის მრავალ ხარვეზს შეიცავს და მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. წარუმატებელი კანონპროექტის გასაუმჯობესებლად გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობენ.     ორგანიზაციების წერილში აღნიშნულია, რომ თითქმის რვა წელია რაც კანონპროექტზე მუშაობა …

»»»

განცხადება ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის საჯარო განხილვის კანონდარღვევებით ჩატარების შესახებ

emc gyla

2019 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამართა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი – 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ქვედა ნამახვანი) პროექტის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.  პროექტი  433 მეგავატის სიმძლავრის ჰესების კასკადს წარმოადგენს და მოიცავს ორ …

»»»

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შერჩევის შესახებ

gancxadeba zarginava

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის შერჩევის პროცესში ლაშა ზარგინავას კანდიდატურის მხარდასაჭერად, "მწვანე ალტერნატივა" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს მიმართავს.  იხილეთ განცხადება  

»»»

კორეული მედია: ნენსკრა ჰესის კონტრაქტორი Hyundai E&C ხდება

Nenskra photo

კორეული მედიის ცნობით, ნენსკრა ჰესის სამშენებლო კონტრაქტორი კორუფციული სკანდალებით ცნობილი Hyundai E&C ხდება.  კორეულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებული ინფორმაციით, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის კონტრაქტორის შერჩევის ტენდერში გამარჯვებულად კორეული სამშენებლო კომპანია Hyundai E&C-ი თურქულ კომპანია Limak-თან ერთად სახელდება. სააგენტო Ajudaily-ის ცნობით, „Hyundai E&C-იმ ქართული ჰიდროელექტროსადგურის 737 მლნ დოლარიანი ტენდერი მოიგო“. Hyundai E&C-ი სამხრეთ კორეის ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომლის სახელსაც კორეასა და სხვა …

»»»

EMC და „მწვანე ალტერნატივა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროცესებს აფასებენ

baneri_GA

2019 წლის 7 ნოემბრიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. მათ სოფელში მდებარე შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროს ფუნქციონირება შეაჩერეს. მოსახლეობა კომპანიის საქმიანობის შედეგად მათი სახლებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. EMC მოუწოდებს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებების დაცვა. შუქრუთის მოსახლეობამ მაღაროების მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერშიც შეაჩერა. ადგილობრივები …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით

baneri_GA

საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც  მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი. ამ გადაწყვეტილებაზე სრული …

»»»

Page 2 of 1712345...10...Last »