საჯარო განხილვების კანონის დარღვევით ორგანიზების გამო, მწვანე ალტერნატივა მინისტრს მიმართავს

baneri_GA

ა.წ 29 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადებები მანამდე თითქოსდა პროექტში ცვლილებების მიზეზით გადადებული 5 პროექტის საჯარო განხილვის შესახებ. ეს პროექტებია: 1. ხელედულა 3 ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებები; 2. დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის “ჟინვალი–  ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის” მონაკვეთის პროექტი 3. საჩხერე-ქვემო ხევი-უზუნთა-შქმერი-ზუდალის 10.6კმ …

»»»

მიმართვა ხელისუფლებას ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით

uniInc

არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური კოალიცია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, და გარემოს დაცვა)  შესრულების მონიტორინგს 2014 წლიდან ახორციელებს, მიესალმება ევროპის პარლამენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ მომზადებულ 2018 წლის 15  ნოემბრის ანგარიშს. წარმოდგენილი ანგარიში კრიტიკულად ასახავს იმ რეალობას, რაც საქართველოში დემოკრატიისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებობს. …

»»»

მწვანე ალტერნატივა კვალავ ითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პროცედურების დაცვას

picture

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ უკვე მესამედ მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამჯერად, მიმართვაში აღწერილია საზოგადოებისათვის კომენტარებისა და შენიშვნების წარდგენის ვადის დარღვევის 5 შემთხვევა და საჯარო განხილვის კანონით დადგენილი ვადის დანიშვნის 1 შემთხვევა.   

»»»

მწვანე ალტერნატივა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის პროცედურების დაცვას ითხოვს

abra GA

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში კანონით დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევების გამოსწორების მოთხოვნით მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა.

»»»

მწვანე ალტერნატივას მიმართვა მინისტრს ჭიორაჰესის პროექტის დარღვევით განხილვის თაობაზე

onii

ონის მუნიციპალიტეტში, შპს „ჭიორა ჰესის“ 15.85 მგვტ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხილვის პროცესის კანონით დადგენილი წესის დარღვევით მიმდინარეობის გამო მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართა.

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება მაღალმთიან რეგიონებში საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით

Tusheti 01 413

2018 წლის 25 აპრილს  მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევან დავითაშვილს სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი განეკუთვნება ორჰუსის …

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მორიგი დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის შესახებ

baneri_GA

როგორც ცნობილია, 2017 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის ყოვლად დაუსაბუთებელ ინიციატივას – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიერთებას და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გადაცემას. 2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ამჯერად, იგეგმება შიდა რესტრუქტურიზაცია გაერთიანებულ – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის …

»»»

მწვანე ალტერნატივას კომენტარი „საქართველოს ტყის კოდექსი“-ის კანონპროექტზე

forest

წარმოგიდგენთ, მწვანე ალტერნატივას კომენტარებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“ (2018 წლის 24 იანვრის ვერსიაზე), რომელიც მოიცავს როგორც ზოგად, ისე მუხლობრივ შენიშვნებს და ასევე ასახავს ა.წ. 26 თებერვალს გამართულ საჯარო განხილვაზე წარმოჩენილ პრობლემურ საკითხებს.  იხილეთ ვრცლად

»»»

მწვანე ალტერნატივას კომენტარები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“ (2018 წლის 24 იანვარის ვერსიაზე)

forest_2018

„საქართველოს ტყის კოდექსი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იმართოს ქვეყნის ტერიტორიის 40% მომავალი წლების განმავლობაში. საქართველოს ტყით დაფარული ნაწილზე დამოკიდებულია მთელი ქვეყნის უზრუნველყოფა სასიცოცხლო რესურსებით – ეკოსისტემური სერვისებით. ამაში არა მხოლოდ მოსახლეობის შეშითა და სამასალე მერქნით უზრუნველყოფა, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარებაც (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, კომუნალური სექტორი, ტურიზმი, რეკრეაცია და სხვ.) იგულისხმება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია …

»»»

გარემოს დაცვის სამინისტროს რეფორმირების პირველი შედეგები

baneri_GA

ორი თვის წინ, 2017 წლის დასასრულს, საქართველოს მთავრობის უეცარი, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით და საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი უწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდა. ამ ინსტიტუციური რეფორმის ინიციატორები და მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ რეფორმა არათუ დაასუსტებდა, არამედ პირიქით, გააძლიერებდა ახალი უწყების გარემოსდაცვით მიმართულებას, სახელმწიფო უკეთ დაიცავდა გარემოს და ამასთან ერთად, ეჭვქვეშ არ დადგებოდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით …

»»»

Page 3 of 1512345...10...Last »