ჰიდროენერგეტიკული პროექტები ევროპარლამენტისა და ევროკომისიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა

eu

2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამავე დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციაც* მიიღო, სადაც ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე; მათ შორისაა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა.  მწვანე ალტერნატივა მიესალმება და იზიარებს ევროპარლამენტის მოთხოვნას, რომელიც „მოუწოდებს ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა …

»»»

მიმართვა პრეზიდენტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით განვითარებული პროცესის შესახებ

saydrisi4

არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა  დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი. 2014 წლის 12 დეკემბრის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური …

»»»

მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით განვითარებული პროცესის შესახებ

sakdrisi2

არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა  დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი; გააუქმოს ყველა ის აქტი, რომლებიც არქეოლოგიური ძეგლის ნგრევის საფუძველი გახდა და აღუდგინოს საყდის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი. 2014 წლის 12 დეკემბრის საქართველოს …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

mimartva

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანენები (#03/266 და #2/271), რომლის შემდეგაც შპს „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოები განაახლა.   მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის …

»»»

“მწვანე ალტერნატივას” მიმართვა საქართველოს პარლამენტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე

ganxadeba

2014 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლებელი ხდება პირთან ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის და მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო დაკისრებული ჯარიმისა და საურავის შემცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება. კანონპროექტის თანახმად, შეთანხმების გაფორმებისას გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის …

»»»

თბილისის მერიამ ქალაქის მწვანე საფარის დაცვაზე უნდა იზრუნოს

gancxadeba

ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს გვსურს გამოვეხმაუროთ ხეების გადაბელვას თავისუფლების მოედანზე, რომელიც, სავარაუდოდ, „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება. მწვანე საფარი, განსაკუთრებით კი დიდი ხეები, მეტად მნიშვნელოვანია ქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. გარდა ვიზუალური მხარისა, ხეები ამცირებენ ქალაქის ჰაერში მავნე ნივთიერებებისა და ნაწილაკების კონცენტრაციას, ხოლო ზაფხულის თვეებში – ტემპერატურას მიმდებარე ტერიტორიაზე. ხეები ქარისა და ნიაღვრის შემაკავებელ …

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება 2014 წლის ივნისში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით

abra GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა მიესალმება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც დაგეგმილია 2014 წლის ივნისში, აგრეთვე საქართველოს სურვილს გახდეს ევროპის ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრი. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით უაღრესად მნიშვნელოვანია, დაჩქარებული წესით გატარდეს ძირეული რეფორმები საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში. სამწუხაროდ საქართველოში დღეს არსებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების …

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება 2014 წლის 17 მაისს დარიალის ხეობაში განვითარებულ სტიქიურ პროცესებთან დაკავშირებით

dariali_pozicia

2014 წლის 17 მაისს, ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში დევდორაკის ხეობიდან ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც, განადგურდა საქართველოს სამხედრო გზის მონაწკეთი. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 7 პიროვნება დაკარგულად ითვლება. დარიალ-ჰესის სადერივაციო გვირაბში, სადაც მეწყრის ჩამოწოლის მომენტში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, მოყოლილია რამდენიმე პირი.  უპირველეს ყოვლისა, …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს

sakdrisi2

როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 14 მარტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც,  სამინისტრომ შპს ,,RMG Gold''-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების წარმოების უფლება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია მიღებული გადაწყვეტილება და მხოლოდ სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებული მცირე განცხადებით შემოიფარგლა. ამასთან, განცხადებაში …

»»»

მწვანე ალტერნატივა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, არ დაარღვიოს კანონი და არ განიხილოს RMG Gold-ის უკანონო მოთხოვნა

sakdrisi

2014 წლის 14 იანვარს RMG Gold-მა საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და მოითხოვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც RMG Gold-ს არ მიეცა საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა. საქართველოს მთავრობის კანცელარია დღემდე არ აქვეყნებს ადმინისტრაციულ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა, როგორც მწვანე ალტერნატივასთვის გახდა ცნობილი, საკითხი განსახილველად კვლავ კულტურისა …

»»»

Page 9 of 17« First...7891011...Last »