არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის საფრთხეებზე მიმართავენ

x12

პრემიერ-მინისტრს და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებს საპროტესტო განცხადებებით მიმართა ხადის მოსახლეობამაც.  ადამიანის უფლებების, გარემოსა და კულტურული ძეგლების დაცვის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ტურისტულმა კომპანიებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის რისკებისა და საფრთხეების შესახებ აცნობეს.   აღნიშნულ პროექტს უკვე რამოდენიმე თვეა აპროტესტებს ხადის უნიკალური ხეობის მოსახლეობაც. სწორედ მასზე გავლით არის დაგეგმილი …

»»»

„მწვანე ალტერნატივა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონის დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჭიათურა

„მწვანე ალტერნატივამ“ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან კანონდარღვევების შესაჩერებლად. საქმე ეხება ბოლო წელიწადნახევარში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქმიანობების შესახებ სამინისტროს მიერ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე მიღებულ ასობით გადაწყვეტილებას, რომლითაც სამინისტრო კანონის დარღვევით  მოქალაქეებს  უზღუდავს …

»»»

საქართველოს წიაღის სექტორის სიახლეები და პრობლემური საკითხები განიხილეს

წიაღი 1

19 ივლისს „მწვანე ალტერნატივის“ ორგანიზებით წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი განხილვა შედგა[1]. შეხვედრას წიაღის ეროვნული სააგენტოს,  თვითმმართველობის ორგანოების, გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს წიაღის სექტორის გამჭვირვალობის მნიშვნელობა, სექტორთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემური საკითხები. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წიაღით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხებზე. მათ აღნიშნეს, რომ …

»»»

90 000-ზე მეტი ხელმომწერი ნენსკრა ჰესის შეჩერებას ითხოვს

Manana Kochladze on protests

„მწვანე ალტერნატივის“ და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე საერთაშორისო ბანკებს  ევროპელი მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადასცეს: „შეაჩერე ნენსკრა“ – ამ მოთხოვნას საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს და მათი რაოდენობა ამ წუთებშიც იზრდება. საერთაშორისო პეტიცია კონკრეტულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა  (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) …

»»»

როგორია ხელშეუხებელი ჰიდროელექტროსადგური?

P1120430

როგორი შეიძლება იყოს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის მთავრობამ არამატერიალურად მიიჩნია? ანუ, ადგილი, სადაც წყალი გროვდება და დენს გამოიმუშავებს  — არამატერიალურ, ხელშეუხებელ აქტივად შერაცხა? ისეთად, როგორიცაა საავტორო უფლება, პატენტი, ლიცენზია და სხვები. ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით, რთული ასახსნელი ჩანს. თუმცა, ის, სავარაუდოდ, იციან საქართველოს ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კახა კალაძემ და ახლანდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.  სწორედ ისინი …

»»»

„მწვანე ალტერნატივა“ ნენსკრა ჰესთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენას ითხოვს

abra GA

„მწვანე ალტერნატივა“ სახელმწიფო უწყებებს ნენსკრა ჰესის შესახებ გასაჯაროებული ხელშეკრულების შესწავლას და მასზე რეაგირებას სთხოვს. საკითხი მთავრობის მიერ ხელმოწერილ კაბალურ კონტრაქტს ეხება, რომლიდანაც ირკვევა, რომ ნენსკრას პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში $60 მლნ-ით აზარალებს. „მწვანე ალტერნატივამ“ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებს. ორგანიზაცია თავმჯდომარეებს …

»»»

მთავრობის კაბალური ხელშეკრულება ნენსკრა ჰესთან კონტრაქტის მიხედვით, პროექტი ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში $60 მლნ-ით აზარალებს

nenskrageo

საზოგადოების ნაწილისთვის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის შესახებ პროექტის წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის ხელშეკრულება გახდა ხელმისაწვდომი. აქამდე გასაიდუმლოებული კონტრაქტის სხვადასხვა მუხლი პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ინფორმაციას და განცხადებებს, რასაც ნენსკრას მენეჯმენტი და სახელმწიფო ჰესის შესახებ საჯაროდ ავრცელებენ.   ხელშეკრულებიდან ვლინდება, თუ როგორ წარმოშობს ნენსკრას პროექტი ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზულ რისკებს. დოკუმენტი 8 ივნისს, რუსთავი 2-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასაჯაროვდა. „მწვანე …

»»»

მწვანე ალტერნატივამ და EMC-იმ ნენსკრა ჰესის პროექტზე სასამართლოში დავა დაიწყეს

nenskra_protest

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და მწვანე ალტერნატივამ, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით ნენსკრა ჰესის პროექტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. დავა შეეხება სვანეთში, ჭუბერისა და ნაკრას თემების ტერიტორიებზე დაგეგმილი 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია K-water ახორციელებენ.   თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით EMC …

»»»

საქართველოში დაგეგმილ და მიმდინარე ენერგო პროექტებში საზოგადოების მონაწილეობის პრობლემები და ევროკავშირის გამოცდილება

nakra

საქართველოში დაგეგმილ და მიმდინარე ენერგო პროექტებში საზოგადოების მონაწილეობის პრობლემები და ევროკავშირის გამოცდილება  ნენსკრა ჰესი და ნამახვანი ჰესი ა.წ. 6 ივლისს (ხუთშაბათს), 11:00 სთ-ზე, თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრის ოფისში „მწვანე ალტერნატივა“ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ და ცენტრალურ ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი“ გამართავს შეხვედრას საქართველოში დაგეგმილ და მიმდინარე ენერგო-პროექტებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდება …

»»»

საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე ენერგო პროექტები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები

???

საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე ენერგო პროექტები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები ნენსკრა ჰესი და 500 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ქსანი-სტეფანწმინდა“ ა.წ. 27 ივნისს (სამშაბათს), 11:00 სთ-ზე, სასტუმრო „ბეტსი“-ში (მაყაშვილის ქუჩა 32-34)  „მწვანე ალტერნატივა“ გამართავს შეხვედრას საქართველოში დაგეგმილი 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრა ჰესისა და ყაზბეგის რაიონში მიმდინარე 500 კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „ქსანი – სტეფანწმინდას“  …

»»»

Page 1 of 812345...Last »