მწვანე ალტერნატივა ხუდონ-ჰესის პროექტის შესახებ დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს

20.11.2011

დღეს მწვანე ალტერნატივამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაცია მოითხოვს, ზემო სვანეთში 702 მეგავატი სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე 2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობას, Trans Electrica Limited-ს, Trans Electrica Limited (Georgia)-ს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმებას.  მწვანე ალტერნატივა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უნდა თქვას, მომავალში ამავე კომპანიასთან …

»»»

მოწვევა შეხვედრაზე: საქართველოში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურებისთვის მდგრადობის კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობა – არსებული პრობლემები და გამოწვევები

abra GA

ამა წლის 25 ივლისს, 14:00 – 17:00 სთ, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვედრაზე, თემაზე: საქართველოში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურებისთვის მდგრადობის კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობა  -  არსებული პრობლემები და გამოწვევები – მისაღებია, თუ არა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის არსებული პრაქტიკა საქართველოში? – აუცილებელია, თუ არა ქვეყანაში განისაზღვროს მდგრადობის კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების გარეშე დაუშვებელი იქნება ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა? – რა …

»»»

ამა წლის 28 თებერვალს 15:00 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვედრაზე – სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები

baneri_GA

მოწვევა შეხვედრაზე 28 თებერვალი, 2014 წ., 15:00 – 17:00 სთ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ პრივატიზებული საწარმოების საქმიანობის შესახებ?  როგორ აკონტროლებს სახელმწიფო პრივატიზებულ საწარმოებს? ვინ სარგებლობს პრივილეგიებით და რატომ? ამ საკითხებზე დისკუსიისთვის, მწვანე ალტერნატივა გიწვევთ ა.წ. 28 თებერვალს (პარასკევს), 15:00 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში. შეხვედრაზე განხილული იქნება მსხვილი საწარმოო ობიექტების პრივატიზებასთან …

»»»

პრეს რელიზი ფარავანი ჰესზე დარღვევების შესახებ

baneri_GA

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელისა (CEE Bankwatch Network) და მისი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების: “ეკო-სვესტის” (მაკედონია), ასოციაცია “მწვანე ალტერნატივისა” (საქართველო) და “ზელენა აქცია/დედამიწის მეგობრების“ (ხორვატია) ერთობლივი პრესრელიზი 16 იანვარი, 2014 ფარავანი ჰესის პროექტში, ისევე, როგორც მაკედონიასა და ხორვატიაში დაგეგმილ ჰიდროპროექტებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შიდა გამოძიებამ გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დარღვევები  დაადასტურა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების …

»»»

მიწის მმართველობა საქართველოში

PR_GEO

მიწის მმართველობა საქართველოში ევროკავშირმა ახალი პროექტი დააფინანსა საქართველოში მიწის მმართველობის შესახებ ინფორმაციის და ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად თბილისი, 11 დეკემბერი, 2013 მდგრადი განვითარების მისაღწევად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანებსა და მიწას შორის მჭიდრო კავშირს, რომელიც გამყარებულია მიწის მმართველობის გამართული სისტემით. მწვანე ალტერნატივა იწყებს პროექტის განხორციელებას სახელწოდებით: მიწის მმართველობის გაუმჯობესება საქართველოში მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად. პროექტი ორწელიწადნახევარი გაგრძელდება; …

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სამუშაო შეხვედრაში „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტები არსებული გამოწვევები და 2014-2020 წლის პერსპექტივები“.

baneri_GA

“ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსების და სამეზობლო ინსტრუმენტი 2014-2020 გამოწვევები“ 2013 წ.13 დეკემბერი, თბილისი სასტუმრო „ვერე პალასი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სამუშაო შეხვედრაში  „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის  ინსტრუმენტები არსებული გამოწვევები და  2014-2020  წლის პერსპექტივები“. სამუშაო შეხვედრის მიზანია ერთის მხრივ, წარვადგინოთ 2013 წელს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში  იდენტიფიცირებული პრობლემები, ძირითადად რეგიონალური განვითარების სექტორალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას, ხოლო მეორეს მხრივ, …

»»»

მწვანე ალტერნატივა ფარავანის ჰესის პროექტზე პრესკონფერენციას გამართავს

baneri_GA

პრესრელიზი: 28 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე,  სასტუმროში „ვერე პალასი“, მწვანე ალტერნატივა ფარავანის ჰესის პროექტზე პრესკონფერენციას გამართავს ა.წ. 28 ნოებერს (ხუთშაბათს), 15:00 საათზე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8), მწვანე ალტერნატივა გამართავს პრესკონფერენციას. პრესკონფერენცია შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფარავანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს. მწვანე ალტერნატივა წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ბანკის საჩივრების განხილვის ორგანოში შეტანილი საჩივრის განხილვის …

»»»

საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მწვანე ალტერნატივასა და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა

1

დღეს, 2013 წლის 26 სექტემბერს 16.00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში გაიმართება მწვანე ალტერნატივასა და ქალბატონ ირინა ღამბაშიძის  ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა. 2013 წლის 5 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ და ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. …

»»»

მწვანე ალტერნატივასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის ერთობლივი პრეს-რელიზი

Enguri

მიუხედავად დაშინებისა, საკონსულტაციო შეხვედრისას ადგილობრივი მოსახლეობა ღიად გამოხატავს წინააღმდეგობას დიდი კაშხლის პროექტის წინააღმდეგ. იხილეთ ვრცლად

»»»

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე: 14 მარტი – მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგბრძოლის საერთაშორისო დღე 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“

Namaxvani

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე 14 მარტი – მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 14 მარტი, 2013 წ., 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“   ა.წ. 14 მარტს (ხუთშაბათი), 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8), საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე, რომელიც ეძღვნება  მდინარეების დაცვისა და კაშხლების …

»»»

Page 2 of 812345...Last »