მწვანე ალტერნატივასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის ერთობლივი პრეს-რელიზი

Enguri

მიუხედავად დაშინებისა, საკონსულტაციო შეხვედრისას ადგილობრივი მოსახლეობა ღიად გამოხატავს წინააღმდეგობას დიდი კაშხლის პროექტის წინააღმდეგ. იხილეთ ვრცლად

»»»

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე: 14 მარტი – მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგბრძოლის საერთაშორისო დღე 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“

Namaxvani

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე 14 მარტი – მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 14 მარტი, 2013 წ., 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“   ა.წ. 14 მარტს (ხუთშაბათი), 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8), საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე, რომელიც ეძღვნება  მდინარეების დაცვისა და კაშხლების …

»»»

ამა წლის 18 დეკემბერს ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში: პრაქტიკა და გამოწვევები

დარიალი ჰესი, მწვანე ალტერნატივა

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში: პრაქტიკა და გამოწვევები 18 დეკემბერი, 2012 წ., 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“ დღეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს. ამჟამად დადებულია 40-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი და შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს შორის მცირე, საშუალო და დიდი …

»»»

სასამართლო პროცესი „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ გრძელდება

Darialis xeoba-sof. cdo

14 ნოემბერს, 11:00 საათზე სააპელაციო სასამართლო გააგრძელებს „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელის განხილვას. „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქმე ეხება გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემულ ბრძანებას, რომლითაც მდინარე თერგზე „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. …

»»»

სასამართლო პროცესი დარიალის ჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ

DSC_0083

7 ნოემბერს, 16:00 საათზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარს, რომლითაც ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით „მწვანე ალტერნატივას“ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ჩვენი ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემული ბრძანების გაუქმებას სთხოვდა, რომლითაც „დარიალი ჰესის“ …

»»»

დარიალის ჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი გადაიდო

DSC_0052

სააპელაციო სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე დანიშნული პროცესი, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 2012 წლის 7 ნოემბერს, 16:00 საათზე გადადო. პროცესზე სასამართლოს უნდა განეხილა თუ რამდენად კანონიერია საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც „მწვანე ალტერნატივას“ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. “მწვანე ალტერნატივა” საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების …

»»»

დისკუსია თემაზე – “ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხები“.

borjomi

ამა წლის 21 სექტემბერს 11:00 სთ-ზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ გამართავს დისკუსიას თემაზე – “ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხები“.

»»»

მწვანე ალტერნატივა გიწვევთ დისკუსიაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან თემაზე: „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

Khudoni

2012 წ. 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ვერე პალასში“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ დისკუსიაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან თემაზე: „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

»»»

როგორ კლავენ თერგს – საინფორმაციო ფურცელი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის შესახებ

DSC_0126

დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად,  წყლის გარეშე რჩება. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ- ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას. იხილეთ ვრცლად

»»»

„გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“

DSC_0168

2012 წ. 16 ივლისს (ორშაბათს), 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რაიონი),  არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“  ორგანიზებით, გაიმართება აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“ 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – …

»»»

Page 3 of 812345...Last »