დარიალის ჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი გადაიდო

DSC_0052

სააპელაციო სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე დანიშნული პროცესი, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 2012 წლის 7 ნოემბერს, 16:00 საათზე გადადო. პროცესზე სასამართლოს უნდა განეხილა თუ რამდენად კანონიერია საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც „მწვანე ალტერნატივას“ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. “მწვანე ალტერნატივა” საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების …

»»»

დისკუსია თემაზე – “ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხები“.

borjomi

ამა წლის 21 სექტემბერს 11:00 სთ-ზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ გამართავს დისკუსიას თემაზე – “ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხები“.

»»»

მწვანე ალტერნატივა გიწვევთ დისკუსიაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან თემაზე: „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

Khudoni

2012 წ. 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ვერე პალასში“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ დისკუსიაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან თემაზე: „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

»»»

როგორ კლავენ თერგს – საინფორმაციო ფურცელი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის შესახებ

DSC_0126

დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად,  წყლის გარეშე რჩება. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ- ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას. იხილეთ ვრცლად

»»»

„გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“

DSC_0168

2012 წ. 16 ივლისს (ორშაბათს), 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რაიონი),  არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“  ორგანიზებით, გაიმართება აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“ 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – …

»»»

აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“

aqcia_yazbegshi

პრეს-რელიზი 12 ივლისი, 2012 წ. 2012 წ. 16 ივლისს (ორშაბათს), 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რაიონი), არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“ ორგანიზებით, გაიმართება აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“ 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე …

»»»

7 ივლისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში გაიმართება აქცია „არა დიდ კაშხლებს!“.

ara_did_kashxlebs

პრეს ანონსი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ორგანიზებით 7 ივლისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში გაიმართება აქცია„არა დიდ კაშხლებს!“.   აქციაზე, გასაბერი კაშხლის ფონზე, მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომლითაც ნაჩვენები იქნება საქართველოში დაგეგმილი დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად დასატბორი ადგილები. ასევე, შეგროვდება ხელმოწერები დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა პრობლემაზე, თუ რა უარყოფით ზეგავლენას …

»»»

პოლიტიკის ნარკვევი – საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის სესახებ

baneri_GA

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ გამოაქვეყნა საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – „საქართველოს ზოგიერთ  საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც 2012 წლის 20 მარტს მიღებულ  საქართველოს კანონს მიმოიხილავს.  კანონი შესაძლებელს ხდის დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის უვადო შეთანხმების დადებას, რომელიც დაინტერესებულ პირს,  სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი კომპენსაციის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი …

»»»

მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღე

Jhoneti-Namaxvani

2012 წლის 14 მარტს, მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ხმას იმაღლებს მდინარეთა ეკოსისტემების განადრგურების წინააღმდეგ. წლევანდელი, რიგით მეთხუთმეტე გლობალური ღონისძიება მიმართულია კაშხლების წინააღმდეგ და იცავს მდინარეებს, წყალს, სიცოცხლეს. სლოგანით – “შევინარჩუნოთ თავსუფალი მდინარეები”- მსოფლიო დღეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ მდინარეების დაცვას არსებული პრაქტიკის თუ კანონმდებლობის გაუმჯობესების გზით. ასოციაცია მწვანე ალტერნატივა უერთდება საერთაშორისო აქციას …

»»»

მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრეინინგში „ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი“ მონაწილეობის მისაღებად

მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად 28 თებერვალი 2012 ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა" იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრეინინგში „ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი“ მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგის მიზანია – გაზარდოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ცოდნა და გამოცდილება – ევროპის სამეზობლო პოლიტიკის, მისი თანამდევი ფინანსური ინსტრუმენტის შესახებ (საბიუჯეტო და სექტორალური დახმარებები, ტექნიკური დახმარების პროგრამები), როგორ და რა კუთხით შეიძლება …

»»»

Page 4 of 8« First...23456...Last »