მწვანე ალტერნატივას ადმინისტრაციული საჩივარი

baneri_GA

22 თებერვალს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საჩივარი შეეხება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებელი შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ანგარიშს, რომლის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2009 წლის მაისიდან უშედეგოდ ცდილობს. საქართველს …

»»»

ერთობლივი პრეს-კონფერენცია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვისთვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ხარჯვის თაობაზე

TSEMI_FOREST

2009 წლის 19 ივნისს, "ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში, გაიმართება მწვანე ალტერნატივასა და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს" შეხვედრა/პრეს-კონფერენცია: ბორჯომ-ხარაგაულისს ეროვნული პარკის დაცვის კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო დახმარება ეროვნული პარკის საზიანოდ არ უნდა დაიხარჯოს. შეხვედრაზე განხილული იქნება "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" დაკავშირებული პრობლემები. საქართველოს მთავრობა დონორების მიერ რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებით დაფინანსებული პროექტის განსახორციელებლად ირჩევს ისეთ მარშრუტს, რომელიც …

»»»

დამფინანსებლები ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ინტერესებს დაიცავენ

baneri_GA

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" ინიცირებულ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიას გამოეხმაურენ. "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის[1]" დამფინანსებლები იზიარებენ გარემოსდამცველთა თვალსაზრისს და აღნიშნავენ, რომ ეროვნული პარკის ინტერესერესები სრულად იქნება გათვალისწინებული პროექტის განხორციელებისას. მათ ეს საკითხი დაფინანსების წინაპირობად წაუყენეს საქართველოს მთავრობას. დონორებმა არასაკმარისად მიიჩნიეს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკზე გამავალი ელექტროგადაცემის მარშრუტის …

»»»

საერთაშორისო კამპანია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დასაცავად

BORJOMI_FOREST_1

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელი (CEE Bankwatch Network) ჩაება მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის"ინიცირებულ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიაში. კამპანია მიზნად ისახავს, რომ "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" პროექტის განხორციელებისას საქართველოს მთვარობის მიერ არ იქნეს გამოყენებული ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი. "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი" ითვალისწინებს 500 კვ …

»»»

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიაში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთნენ

baneri_GA

მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" კამპანიას, რომელიც დაკავშირებულია "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტთან" საერთაშორისო ორგანიზაციები შეუერთდნენ. კამპანია მიზნად ისახავს, რომ პროექტის განხორციელებისას საქართველოს მთვარობის მიერ არ იქნეს გამოყენებული ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი. ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელმა – PAN Parks Foundation – კამპანიის მხარდამჭერი წერილით მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. "შავი ზღვის …

»»»

კოალიცია “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” განცხადება

BORJOMI1

საერთაშორისო დახმარებით დაგეგმილი პროექტის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ზეგავლენის თაობაზე 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდგომ წარმოშობილი კრიზისის დასაძლევად დონორმა ქვეყნება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს აღუთქვეს 4,55 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფა. ამ თანხის დიდი ნაწილი განკუთვნილია ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების დასაფინანსებლად. მათგან ერთ-ერთი – „შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი“ – ითვალისწინებს 500-კვ …

»»»

განცხადება ტყითსარგებლობის აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით

Forest

2009 წლის 22 აგვისტოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი 22 სექტემბერს 12 საათზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გაიმართება. აღნიშნული სალიცენზიო ობიექტების შესახებ ინფორმაცია აუქციონის გამოცხადებამდე ორი თვით ადრე გამოქვეყნდა სატყეო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.forestry.gov.ge). აღნიშნული ობიექტების ნაწილის ინვენტარიზაცია 2009 წელს ჩატარდა, სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან …

»»»

მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე

პრესრელიზი მწვანე ალტერნატივას უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ორგანიზაციამ საჩივარს არ დაურთო ის დოკუმენტი, რომლის განსაიდუმლოებასაც ითხოვდა ა.წ. 16 მარტს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინიტრს ნიკა გილაურს და მოითხოვა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყალის” 100% წილების შპს “მალტიპლექს ენერჯი ლიმითედისათვის” გადაცემის …

»»»

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” ალ. დიუმას ცენტრში გამართავს შეხვედრას თემაზე: “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში”

ძვირფასო მეგობრებო,  ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" გაცნობებთ, რომ ამა წლის 13 თებერვალს, 10.30-15.00 სთ-მდე, ალ. დიუმას ცენტრში, (გუდიაშვილის ქ.10) გაიმართება შეხვედრა თემაზე: "ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – შესრულების სტატუსი გარემოსდაცვით სექტორში". განსახილველად წარმოდგენილი იქნება ასოციაციის მიერ შემუშავებული შეფასების პროექტი, რომელიც აფასებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებას საქართველოს გარემოსდაცვის სექტორში, მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას. შეხვედრა ტარდება ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”-ს, …

»»»

ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ქალაქ გორში, გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და მონაწილეობა დემოკრატიულ მხარდაჭერაში“.

»»»

Page 5 of 8« First...34567...Last »