სამუშაო შეხვედრა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ბუნების კონსერვაციის საკითხებში

DSC_0039

2016 წლის 9 ივნისს თბილისში, სასტუმრო თბილისი მარიოტში, მწვანე ალტერნატივამ, ლიტვის ბუნების დაცვის ფონდთან ერთად,  გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა საქართლოში ბუნების დაცვისა და ტყის მდგრადი მართვის აქტუალურ საკითხებს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დონორი და არასამთავრობო ორგანოზაციების, კერძო სექტორის, და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ექსპერტებმა წარმოადგინეს …

»»»

მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში

DSC_0001

2015 წლის 27-28 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ მოაწყო ორდღიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  თბილისიდან და რეგიონებიდან. სემინარის თემას წარმოადგენდა: “მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა  საკითხი, მათ შორის:   – სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციები და თანმდევი პრობლემები;  – ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე;  - შეზღუდვები …

»»»

მოწვევა სემინარში მონაწილეობის მისაღებად: მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: “მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:   – სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციები და თანმდევი პრობლემები;  – ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე;  - შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე;  - სატყეო მიწების მართვის პრობლემური საკითხები;  - სატყეო მიწებით …

»»»

მოწვევა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 29 ივლისი, 2015 თბილისი, სასტუმრო „ბეტსი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე, დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებს და ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე მეწარმეებს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. შეხვედრა გამიზნულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის კანონიერებასა და ამ სფეროში …

»»»

მწვანე ალტერნატივამ მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებზე სემინარები ჩაატარა

DSC_0001

2015 წლის 11-12 ივლისსა და 14 ივლისს, მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის შესახებ გამოცემულ ახალ სახელმძღვანელოში განხილულ საკითხებზე მსჯელობისთვის, მწვანე ალტერნატივამ ორი სემინარი ჩაატარა. პირველ სემინარში  არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მეორე, 14 ივლისს ჩატარებულ სემინარში კი, მონაწილეობდნენ სამინისტროების, სააგენტოების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის აგრარულ …

»»»

მოწვევა სემინარში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის 11-12 ივლისი, 2015 თბილისი, სასტუმრო „ბეტსი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს, სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის. სემინარი გამიზნულია მიწისა და ტყის მართვის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და …

»»»

ანგარიშის პრეზენტაცია – საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება – ევროინტეგრაციის გამოწვევები

energetikuli_gaerTianeba

ამა წლის 29 მაისს,  ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ და ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ გამართა ანგარიშის  „საქართველო და ევროპის ენერგეტიკული  გაერთიანება – ევროინტეგრაციის გამოწვევები“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის მიზანს  წარმოდგენდა გაგვეცნო საზოგადოებისათვის, თუ რა მიზანს ემსახურება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რა უპირატესობა  და სარგებელი აქვს ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საკანონმდებლო ბაზა, აღსრულების მექანიზმები, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალკანეთის …

»»»

„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

mmartvelobis_2_celi

საქართველოში მოღვაწე 15 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც აფასებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ორ წელიწადს. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. მათი რეკომენდაციები, თავის მხრივ, გამყარებულია ამ სექტორში არსებული საექსპერტო ცოდნით და ეფუძნება საუკეთესო …

»»»

მოწვევა შეხვედრაზე: საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული და პროგნოზირებადი რისკები“.

abra GA

ამა წლის 18 ნოემბერს, 14:00 – 17:00 სთ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვედრაზე, თემაზე: საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული და პროგნოზირებადი რისკები. – გამოყენებული იყო, თუ არა ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების დადებისას შერჩევითი მიდგომა და რა შეიცვალა 2013 წლის 21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების მიღების შემდეგ; – ითვალისწინებენ, თუ არა მემორანდუმები და ხელშეკრულებები  ბუნებრივ …

»»»

მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად

abra GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო, მათ შორის, მედია ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგზე განხილული იქნება ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტრეინინგზე პრაქტიკულ ნაწილს, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორის გრძელვადიან დაგეგმვის (მარკალის მოდელი) საკითხებს, ენგურჰესისა და ზაჰესის მაგალითებზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების …

»»»

Page 2 of 612345...Last »