ლენტეხის რაიონის მოსახლეობის საპროტესტო აქცია

IMG_2232

ლენტეხის რაიონის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს რაიონის მუნიციპალიტეტის შენობასთან. მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ, აუქციონზე გამოიტანოს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ტყის სავარგულები. მოსახლეობა მოითხოვს აუქციონის გაუქმებას, მხარის გუბერნატორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ბლოკირებულია მუნიციპლიტეტის შენობა. მოსახლეობა აცხადებს, რომ არ აპირებს უკან დახევას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უფრო მძიმე ფორმებს. მომზადდა მოსახლეობის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის …

»»»

“ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში” ანგარიშის პროექტის განხილვის თაობაზე

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა წარმოგიდგენთ თავისი ახალი ანგარიშის “ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში” პროექტს. ამასთან, მწვანე ალტერნატივა გაცნობებთ, რომ ა.წ. 2 დეკემბერს (სამშაბათს) 11:00 საათზე სასტუმროში ”ვერე პალასი” (ქუჩიშვილის ქ. #24/8) გაიმართება შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება ზემოაღნიშნული დოკუმენტის განხილვას.

»»»

სამუშაო შეხვედრა – “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და პარტნიორობის ინსტრუმენტი”

euroStepLogo

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2004 წლის მაისში გამოქვენებულ სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიაში, განსაზღვრავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი მიზანია სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა მეზობელ ქვეყნებში. საქართველო 15 სხვა ქვეყანასთან ერთად (ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბია, ლებანონი, მაროკო, პალესტინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყანა 2004 წელს გახდა. პოლიტიკის ერთ-ერთი …

»»»

“ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის” კოალიციის ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

baneri_GA

ა.წ. 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 14.00 საათზე "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის" კოალიცია გამართავს სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაციას.  კოალიცია აერთიანებს ოთხ ორგანიზაციას, ესენია: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. კოალიციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით …

»»»

შეხვედრა თემაზე: – ევროკავშირის/ ევროკომისიის (EU/EC) საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-მა, ამა წლის 14-15 ივლისს მოაწყეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება”.

»»»

საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება

abra GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-მა, ამა წლის 14-15 ივლისს მოაწყეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება”.

»»»

საპარლამენტო არჩევნები 2008: აირჩიე მდგრადი მომავალი!

ads

2008 წლის 16 მაისს სასტუმრო “ვერე პალასში” არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით შედგა მორიგი შეხვედრა “ჰკითხე შენს კანდიდატს!”  შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები:     საქართველოს ლეიბორისტული პარტია; საარჩევნო ბლოკი “გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები); ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის; მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე – მრეწველები; გიორგი თარგმაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; საქართველოს …

»»»

შეხვედრა დიუმას ცენტრში – ჰკითხე შენს კანდიდატს

ads

2008 წლის 2 მაისს დიუმას ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით შედგა შეხვედრა “ჰკითხე შენს კანდიდატს!” შეხვედრაში მონაწილეობისათვის მიღებაზე წინასწარი თანხმობა განაცხადა ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა:     მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული პოლიტიკა”; საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ; პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქრისტიანულ-დემოკრატიული ალიანსი (ქდა)”;  საარჩევნო ბლოკმა “ტრადიციონალისტები – ჩვენი საქართველო და ქალთა პარტია”  საქართველოს პოლიტიკურმა პარტიამ “ჩვენი ქვეყანა”. მათგან …

»»»

შეხვედრა “საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”

baneri_GA

29 მაისს, სასტუმრო “სიმპატიაში” შედგა ე.წ. მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. სამინისტროს პოზიცია წარმოადგინეს მინისტრმა, დავით ტყეშელაშვილმა და სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზვიად ჭეიშვილმა.  შეხვედრას ასევე ესწრებოდა რამდენიმე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.  შეხვედრის პირველ ნაწილში სატყეო სამეურვეო საბჭოსა და სატყეო …

»»»

სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა

baneri_GA

2006 წლის 7 მარტს, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ინიციატივით, შედგება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სატყეო რეფორმის კონცეფციის განხილვა. შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი ნაკლოვანებები, შესაძლო უარყოფითი შედეგები და რეკომენდაციები გასაუმჯობესებლად.  შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლოა შემუშავდეს ერთობლივი მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი.  შეხვედრა გაიმართება დიუმას …

»»»

Page 6 of 6« First...23456