დასახელება

შპსბათუმი ნავთობტერმინალი

ადგილმდებარეობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ბათუმი

საკუთრების ფორმა

კერძო. მესაკუთრე - შპს ბათუმი ჰოლდინგ .., ნიდერლანდების სამეფო

მოკლე აღწერა

შპსბათუმი ოილ ტერმინალი უზრუნველყოფს ბათუმის ნავთობ ტერმინალის ოპერირებას, ტექიკურ მომსახურებას, განახლებას და ტერმინალის ახალი ნაგებობების მშენებლობას. ტერმინალს ოპერიერების საუკუნეზე მეტი ისტორია აქვს. ბათუმის ნავთობ ტერმინალი 1883 წელს გაიხსნა, როდესაც Nobel Partnership-მა ბათუმში ნავთობის საცავი ააშენა. 1999 წელს ბათუმის ნავთობ ტერმინალი Greenoak ჯგუფმა შეისყიდა; ხოლო 2008 წლის იანავარში Greenoak Group -მა ბათუმის ნავთობტერმინალი და ბათუმის საზღვაო პორტი (რომელიც მან 2006 წელს შეიძინა) ყაზახურ სახელმწიფო კომპანიას KazMunaiGas- მიყიდა. ტერმინალი უზრუნველყოფს ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან და საქართველოდან ექსპორტირებული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვას.    

პრობლემური საკითხები

2006 წლის 28 დეკემბერს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის" მილსადენიდან ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის ავარიული დაღვრისას დაბინძურებული იქნა 640 2 მიწის ფართობი. ფაქტზე გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით მომზადდა გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტერმინალის მიზეზით, ზღვაში ნავთობის ჩაღვრის მესამე შემთხვევა იყო. წინა შემთხვევის გამო ტერმინალი 200 ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა მას არც თანხა გადაუხდია და არც ავარიული მილი შეუკეთებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2007 წლის 10 იანვარს პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შედგა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნავთობტერმინალის წინააღმდეგ გარემოს დაცვის ინსპექციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.