დასახელება

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, ყოფილი „ჭიათურმანგანუმი“

ადგილმდებარეობა

ჭიათურა

საკუთრების ფორმა

კერძო, მფლობელი: G.M. Georgian Manganese Holding Limited, კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით მფლობელი ბრიტანული კომპანია სტემკორის შვილობილი კომპანიაა, ხოლო, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მფლობელი უკრაინული ჯგუფი პრივატ-ია, რომელიც „ტაო-პრივატ ბანკის“ მფლობელია საქართველოში 2007 წლიდან.

მოკლე აღწერა

საწარმო ახორციელებს მანგანუმის მადნის კონცენტრატის მოპოვებას და გადამუშავებას ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში. 1993 წელს საწარმოო გაერთიანება «ჭიათურმანგანუმის» ბაზაზე, შეიქმნა სს «ჭიათურმანგანუმი». «ჭიათურმანგანუმის» პრივატიზებისა და რეაბილიტაციის არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ჭიათურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2005 წლის 13 იანვარს გაიხსნა საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოება. 2006 წლის 11 ნოემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარებული აუქციონის შედეგად ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან ერთად სსჭიათურმანგანუმის აქტივებიც გაიყიდა. აუქციონში ვაჭრობის ერთადერთმა მონაწილემ - Georgian Manganese Holding Limited-მა გაიმარჯვა.

პრობლემური საკითხები

ჭიათურის მოსახლეობა საუკუნეზე მეტია განიცდის ჭიათურაში მადნის მოპოვების უკიდურესად უარყოფით ზეგავლენას (მტვერი, ხმაური, ვიბრაცია, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება, ატმოსფეროში მავნე აირების გაფრქვევა). ჭიათურის მაღაროებისა და გამამდიდრებელი ფაბრიკების ექსპლუატაციის შედეგად გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი წლების განმავლობაში მრავალი გამოკვლევის საგანი ყოფილა, თუმცა სიტუაციის გაუმჯობესებისათვის დღემდე არაფერია გაკეთებული.

წლების განმავლობაში ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შედეგად ათასობით ადამიანმა დაკარგა ან დაუზიანდა საცხოვრებელი, საძოვრები, სახნავ-სათესი მიწები, ნარგავები, პირუტყვი და სხვა საკუთრება. წლების განმავლობაში ჭიათურის რაიონულ სასამართლოში დაზარალებული მოსახლეობის ათასობით სარჩელია შეტანილი ჭიათურმანგანუმის წინააღმდეგ. როგორც წესი, საქმის ხანდაზნულობის გამო, სასამართლო მოსარჩელეთა უმრავლესობას უარს ეუბნებოდა სარჩელის განხილვაზე. ასევე არის შემთხვევები, როდესაც დაზარლებულები დროულად მიმართავდნენ სასამართლოს და სასამართლოც დაზარალებულთა სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ გადაწყვეტილებათა უმეტესობას ,,ჭიათურმანგანუმი არ აღასრულებდა. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილებათა უმეტესობაზეც გასულია აღსრულების (ათწლიანი) ვადა. 
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 აპრილის #127 განკარგულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა სსჭიათურმანგანუმის მიერ დაზარალებული პირებისა და საწარმოო ტრამვით დაშავებულთა მოთხოვნების შემსწავლელი კომისიის შექმნა. კომისიის დასკვნის საფუძველზე ზარალის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა 1 000-ზე მეტ კრედიტორს, რომელთათვის მიყენებული ზიანი სადაოდ იყო მიჩნეული.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით შეიცვალა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. დადგენილების თანახმად, „დამსაქმებელის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდება დანიშნულიზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება.“ აღნიშნული ცვლილებით, საარსები წყარო მოესპო ჭიათურის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს.


სსჭიათურმანგანუმის სამთო მინაკუთვნი 2006 წლამდე მოქმედი ლიცენზიით განისაზღვრებოდა 3 566,16 ჰექტარით, რომლის ფარგლებს გარეთ სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა გორა-ტყის ველის, ნაგუთის, პასიეთის და სარეკის მარაგები. 2006 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის თანხმად, სსჭიათურმანგანუმის სამთო მინაკუთვნის ფართობი გაიზარდა და 16 430 ჰექტარით განისაზღვრა. ამჟამად სამთო მინაკუთვნი მოიცავს ადრე აუთვისებელ საბადოებსაც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორიები დასახლებულია და კომპანიის მიერ საბადოს ათვისების დაწყებასთან ერთად 3 ათასზე მეტ ოჯახს გადასახლება ემუქრება.