2008 წლის 3 აპრილს ევროკომისიამ გამოაქვეყნა პირველი ანგარიში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში განხილულია 2007 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და ასევე შეფასებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტების მიღწევის მდგომარეობა, მათ შორის გარემოს დაცვის სფეროში. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას, განსაკუთრებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში; შეზღუდულია გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ასევე უწყებათაშორისი კოორდინაციის, მონიტორინგის სისტემისა და კანონაღასრულების გაძლიერების აუცილებლობაზე. 


სრული სახით ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.