მწვანე ალტერნატივას მიერ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისთვის გაგზავნილი 2014 წლის 27 იანვრის წერილი, სადაც ორგანიზაცია ითხოვს ინფორმაციას ხუდონჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის შესახებ. მწვანე ალტერნატივა ითხოვს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავ და მოძრავ ძეგლებზე, კულტურულ ღირებულებებზე, მათი გამოვლენის, დაცვისა და შენარჩუნების შესაძლებლობებზე ხუდონჰესის პროექტის ზეგავლენის შესწავლის მასალებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 13 თებერვლის პასუხი მწვანე ალტერნატივას მოთხოვნაზე:

ნაწილი I - კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ 2013 წლის 3 დეკემბრის წერილი და ამ წერილზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 8 იანვრის პასუხი

ნაწილი II -  კომპანია „ტრანს ელექტრიკას“  მიერ 2013 წლის 3 დეკემბერს სამინისტროსთვის წარდგენილი „სვანეთში, ხუდონჰესის მშენებლობის (დატბორვის) ზონაში ჩატარებული II ეტაპის არქეოლოგიური სამუშოების ანგარიში“