ადამიანის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული უფლებები და სიღარიბის ზრდა 

დღესდღეისობით 2 მლრდ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მსოფლიოში. მიუხედავად, ეკონომიური აღმავლობისა მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში დღითიდღე მატულობს ღარიბების რიცხვი. მავდროულად იზრდება დისპროპორცია მდიდებსა და ღარიბებს შორის.
სიღარიბე საქართველოსათვისაც ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე პრობლემად იქცა უკანასკნლი ათი წლის განმავლობაში, რაც დაკავშირებულია ერთის მხრივ საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ სიტუაციასთან, ხოლო მეორეს მხრივ გატარებულ არასწორ ეკონომიურ-სოციალურ პოლიტიკისთან. იმისათვის, რომ დაიძლიოს სიღარიბე აუცილებელია საქართველოში არსებული სიტუაციის ზემოთ აღნიშნული ქმედებების კონტექსტში გააზრება. დღეს საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის 70% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ;