DSC08088შპს “საქართველოს რკინიგზა” გეგმავს თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლითი ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობასა და “დიდუბისა” და “ნავთლუღის” არსებული სარკინიგზო სადგურების მოდერნიზებას, რომლის განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციების მოსაპოვებლად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB). პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 290 მილიონ ევროს. 

გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით, შპს “საქართველოს რკინიგზის” მთავარი მიზანია პროექტის განხორციელების გზით სარკინიგზო ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაზრდა. პროექტის შემკვეთის განმარტებით, "საქართველოს რკინიგზა", ძირითადად, აწარმოებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანზიტო გადაზიდვებს (აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან შავი ზღვის პორტებისაკენ); ეს არის სახიფათო ტვირთი, რომლის გადაზიდვაც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე დაუშვებელია. ჩამოტვირთვა