biomraval_leafletსაქართველო, როგორც კავკასიის შემადგენელი ნაწილი, შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალურ ეკორეგიონში. ამავდროულად, ამ ბიომრავალფეროვნებას დეგრადაციისა და განადგურების 
საფრთხე ემუქრება, რის გამოც შეტანილია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს შორის. 
საქართველოს ბიომრავალფეროვნება – ეკოსისტემურ, სახეობრივ და გენეტიკურ დონეზე, საკმაო პრობლემებისა 
და საფრთხის წინაშე დგას.

ბიომრავალფეროვნების დაცვა და მართვა: საქართველოსა და ევროკავშირის მიდგომები