mcenareebi"ბიომრავალფეროვნების კონვენცია და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი ველური სამკურნალო მცენარეების დაცვისა და სარგებლობის სფეროში" 

1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვისა და განვითარების კონფერენციაზე რიო-დე-ჟანეიროში ხელი მოეწერა ბიომრავალფეროვნების კონვენციას, რითაც მსოფლიო საზოგადოებამ აღიარა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უდიდესი მნიშვნელობა ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის. კონვენცია ძალაში შევიდა 1993 წლის 29 დეკემბერს და დღეისათვის იგი მსოფლიოს 180 ქვეყანას აერთიანებს.
1994 წელს საქართველო შეუერთდა ბიომრავალფეროვნების კონვენციას და აიღო ვალდებულება დაიცვას ფლორის, ფაუნის, ეკოსისტემების მრავალფეროვნება საკუთარ ტერიტორიაზე და ამით ხელი შეუწყოს გლობალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. ამასთანავე, მიიღო ის უფლებები, რასაც კონვენცია აძლევს მის მხარეებს გენეტიკური რესურსებიდან მიღებული მოგების სამართლიანი განაწილების საკითხებში.