gansaxleba_2014განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება - სახელმძღვანელო პროექტის განმახორციელებლისთვის

წარმოდგენილი სახელმძღვანელო შემუშავებულ იქნა იმ პროექტების განმახორციელებლების დასახმარებლად, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს იძულებითი გამოსახლება და განსახლება. სახელმძღვანელოში განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს პროექტების დაგეგმვისას, იძულებითი გამოსახლებისა და განსახლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას და უშუალოდ ამ ღონისძიებების განხორციელებისას. სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, გააჩნიათ ვალდებულება, თავი შეიკავონ და დაიცვან მოსახლეობა იძულებითი გამოსახლებისა და განსახლებისგან მათი სახლებიდან და მიწიდან. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არაერთი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომლებიც მოითხოვენ, რომ დაცული იყოს ადამიანის უფლება ადეკვატურ საცხოვრისზე. ამდენად, სახელმძღვანელოს პირველ და მეორე თავებში წარმოდგენილია კონკრეტული მითითებები, რათა განვითარების პროექტები განხორციელდეს ადეკვატურ საცხოვრისზე ადამიანის უფლების პატივისცემით და დაცვით.