გარემოსდაცვითი საკითხები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში – საპარლამენტო არჩევნები 2012

კვლევის მიზანია  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პოლიტიკური პლატფორმებში და დღის წესრიგში გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ინტეგრირების შეფასება. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურ პარტიათა დიდ ნაწილს ქართული საზოგადოებისთვის არ შეუთავაზებია სრულფასოვანი პოლიტიკური პროგრამა – დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას შესაძლებლობას  მისცემდა შეექმნა წარმოდგენა ამა თუ იმ პარტიის პრიორიტეტებზე. სამწუხაროდ, პარტიათა დიდი ნაწილის ეკონომიკური ბლოკის საკითხები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სახელმწიფოებრივი მოწყობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების ბლოკს.