გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მინიმალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში - რეკომენდაციები

საზოგადოებას არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებაში. ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ საზოგადოება იგებს მაშინ, როდესაც კანონპროექტი განხილვის ბოლო ეტაპებზეა. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, დაინტერესებულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება ადრეულ ეტაპზე გაეცნონ კანონპროექტებს და წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები. 

აღსანიშნავია, რომ ორჰუსის კონვენცია სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღმასრულებელი დებულებების და/ან საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ იმ მინიმალური პირობების დანერგვას, რომლის შესრულებაც კანონპროექტების შემუშავებაში დაინტერესებული მხარეების ჩართვას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ჩვენი შეთავაზება გულისხმობს სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მოცემულ კანონპროექტზე მუშაობს, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს კანონპროექტის განსახილველი ვარიანტი და მოაწყოს მისი საჯარო განხილვა.