დაიცავით თქვენი შრომითი უფლებები! საქართველოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დასაქმების მსურველთათვის 

ბთჯ მილსადენის კომპანია (BTC Co) და მისი ნებისმიერი კონტრაქტორი (მაგ., სამშენებლო კომპანია) იღებენ ვალდებულებას, რომ “სახელმწიფოს ყველა მოქალაქე, რომელიც პროექტთან დაკავშირებით იქნება დაქირავებული, სამსახურში აყვანილ უნდა იქნეს წერილობით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს სამუშაო საათების რაოდენობა, შრომის ანაზღაურება და ხელფასზე დანამატები, რომელიც ერგება მოსამსახურეს, აგრეთვე დასაქმების სხვა პირობები”. ამასთან, ამავე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოყენებული შრომითი პირობები “არ უნდა იქნეს იმაზე ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე საქართველოს შრომის კანონმდებლობის ნორმები, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქეებზე ვრცელდება”.