saxeobebiდაიცავი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები

კონვენცია საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნითა და ფლორით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (CITES), ანუ ვაშინგტონის კონვენცია მიღებულია 1973 წელს. მის მიზანს წარმოადგენს ველური ფაუნისა და ფლორის უკანონო მოპოვებისა და მათი არალეგაური ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლა, ექსპორტ-იმპორტისა და საერთაშორისო ვაჭრობის ეფექტური კონტროლის გზით. ამ კონვენციას საქართველო 1996 წელს მიუერთდა. 1996 წელს CITES-ის სამდივნომ და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითაც აღიარეს საბაჟო სამსახურების უმნიშვნელოვანესი როლი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების არალეგალური ვაჭრობის აღკვეთისა და ამ გზით მათი დაცვის საქმეში.