ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის მექანიზმის (ENPI) გზამკვლევი

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (ENP) ჩამოყალიბდა 2003 წელს. ENP-ს მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროკავშირთან უშუალო მეზობლობაში მყოფი ქვეყნების სტაბილურობასა და სახელისუფლებო სტრუქტურების გამართულ მუშაობაში, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის აღმოსავლეთითა და სამხრეთით ძლიერი ხელისუფლების მქონე სახელმწიფოების ჯაჭვის ჩამოყალიბებას, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება მჭიდრო და თანამშრომლური ურთიერთობა. 

ENP-ს ფარგლებში ევროკავშირი მის მეზობლებს სთავაზობს პრივილეგირებულ ურთიერთობებს, რომლებიც აგებულია საერთო ფასეულობებისადმი ერთგულებაზე, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სახელისუფლებო წესრიგი, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება.