ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმები და შეთანხმებები- სამართლებრივი ანალიზი.

დღეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა აწარმოებს ინტენსიურ კამპანიას ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოსაზიდად. ამჟამად დადებულია 20-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი ან/და ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს (კონსორციუმებს) შორის მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობის პროექტებზე; ჰესების ნაწილის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ნაწილი კი, დაგეგმვის ეტაპზეა.

ანგარიშში, გაანალიზებულია ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების დადების სამართლებრივი საფუძვლები;