nagavsayreliსაქართველოში,  ნარჩენების ნაგავსაყრელებზე განთავსება, ნარჩენების მართვის ფორმებს შორის, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკაა და სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, სულ მცირე, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.  ოფიციალური მონაცემებით,  ქვეყანაში 63  აღრიცხული ე.წ. „მართვადი“  ნაგავსაყრელია,  თუმცა ამ ნაგავსაყრელების გარდა აღურიცხავია უამრავი ნაგავსაყრელი,  რომელიც    ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის გაუმართაობის გამო,  წლების განმავლობაში სპონტანურად ჩამოყალიბდა საქართველოს თითქმის ყველა დასახლებული პუნქტის სიახლოვეს. ჩამოტვირთვა