tyis_ukanono_chra_leafletროგორ ვებრძოლოთ ტყის უკანონო ჭრას 

ჩვენს ქვეყანაში ტყის უკანონო ჭრის მთავარი მიზეზებია უდიდესი მოთხოვნილება საშეშე და სამასალე მერქანზე, ცუდი კანონმდებლობა, კანონის აღსრულების ხარვეზები და კორუფცის მაღალი დონე; ხოლო
ხელშემწყობი ფაქტორია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე და სამუშაო ადგილების არარსებობა. ამ
ფაქტორებმა ხე-ტყის ბიზნესი ერთეულებისათვის ზემოგების მომტან, ნახევრად ლეგალურ საქმიანობად აქცია,
რომელიც ტყის ეკოსისტემებს განადგურებას უქადის. თუ რა უარყოფითი შედეგები მოსდევს ამას, ყველასათვის ცნობილია: კლიმატის ცვლილება, გადაშენების პირას მისული ცხოველთა სახეობები, გახშირებული წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები და სხვა სტიქიური მოვლენები, ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება რესურსის ამოწურვისა და საბინადრო პირობების გაუარესების გამო, ეკოლოგიური მიგრანტების (სტიქიური უბედურებების გამო იძულებით გადაადგილებულთა) დიდი არმიის გაჩენა.