mcenareebiროგორ უნდა აღმოვაჩინოთ დარღვევა მცენარეული რესურსების ტრანსპორტირებისას 

ხე-ტყისა ტრანსპორტირებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს ისეთი სახის დარღვევებს, როგორიცაა: ტვირთის თანმხლებ დოკუმენტაციაში მერქნიანი სახეობის არასწორად მითითება, მცირე რაოდენობის ჩვენება, ასევე შეუსაბამობა მერქნის მოცულობასა (კუბატურა) და მის წონას შორის. საქართველოდან ძირითადი საექსპორტო მერქნიანი სახეობაა წიფელი, ასევე წიწვოვნები – ნაძვი, სოჭი და ფიჭვი.
შესაძლოა, გადამზიდავის მიერ წარდგენილ საბუთებში მითითებული იყოს ჭრაში დაშვებული მერქნიანი სახეობა, ხოლო მასთან ერთად ფარულად გადაზიდულ იქნას ძვირფასი სახეობები: უთხოვარი, წაბლი, კაკალი, მუხა.