samoqmedo_saxelmzgvaneloროგორ უნდა იმოქმედოთ, თუ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის შედეგად დაზარადლითსამოქმედო სახელმძღვანელო

როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარების ინსტიტუტს, მსოფლიო ბანკს უზარმაზარი გავლენა აქვს მილიონობით ხალხის ცხოვრებაზე, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ცხოვრებაზე. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა მძიმე დაღი დაასვა ადგილობრივ საზოგადოებებს, კიდევ უფრო გააღარიბა მილიონობით ადამიანი, ზიანი მიაყენა გარემოს უამრავ მსესხებელ ქვეყნებში. ეს 
განსაკუთრებით ხელშესახებია დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, დიდი კაშხლები, ნავთობსადენები, ჩქაროსნული გზები და ა.შ. თუმცა ე.წ. სტრუქტურული რეფორმირების პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს სექტორის რეფორმირებას ასევე საკმაოდ პრობლემატურია, რადგანაც იწვევს საშტატო ერთეულების გაუქმებას, სკოლებისა და ბაღების, სავაადმყოფოების რიცხვის შემცირებას, გარემოს დეგრადაციას და სხვ. დღესაც მსოფლიო ბანკის კრედიტები საკმაოდ წინააღმდეგობრივი ხასიათიასაა. მაგალითად, მხოლოდ 2007 წელს მსოფლიო ბანკში რამოდენიმე სკანდალს ჰქონდა ადგილი, რომელიც დაკავშირებული იყო როგორც კორუფციასთან ბანკის შიგნით, ასევე იმ პრობლემებთან რომელიც ბანკის პროქტების გამო წარმოეშვა ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას.