gzshსაქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სისტემის ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან დაახლოების გამოწვევები

ამ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში განხილულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული ახალი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ახალ, მოქმედისგან განსხვავებულ სისტემას გვთავაზობს. ანალიზიდან ჩანს, რომ კანონპროექტში მოცემული გზშ სისტემა, დიდწილად, შეესაბამება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს, თუმცა, მას აქვს ნაკლოვანებებიც, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით, შეიძლება აღმოიფხვრას.

გზშ-ს სისტემის გაუმჯობესების გარდა, კანონპროექტს შემოაქვს, ასევე, ახალი ინსტრუმენტები: სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (Strategic Evironmental Assessment, SEA), გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა (transboundary EIA and SEA) და ე.წ. „მიმდინარე საქმიანობის“ გაგრძელებაზე ნებართვის გაცემის პროცედურა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვინაიდან, ნარკვევის ავტორთა აზრით, მექანიზმი შემოტანილია უკანონო საქმიანობების ლეგალიზებისთვის; ის მიკერძოებულია არაკანონმორჩილი მეწარმეების და არასამართლიანია კანონმორჩილი მეწარმეების მიმართ და ასევე, ქმნის კორუფციული გარიგებების დადების ფართო შესაძლებლობებს.