transport_leafletსხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაცია გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე ასევე სოციუმზე. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ინფრასტრუქტულ პროექტებთან მიმართებაში იჩენს საქართველოს მთავრობა სიჩქარეს, ათავისუფლებს მათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან და აჩქარებს სხვადასხვა სანებართვო დოკუმენტაციის გაცემას. ყველა შემთხვევაში, ამგვარ დაჩქარებას ეწირება ხარისხი და უსაფრთხოება, რაც მთელ რიგ შემთხვევებში, მოითხოვს მნიშვნელოვანი დამატებითი ხარჯების გაწევას.

საქართველოს სატრანზიტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მისი განვითარების გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები