wylis_seqtori_leafletსაქართველოში არსებული წყალსადენების სანიტარიულტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, 
მათი 60% ამორტიზებულია. 1987 წლის შემდეგ წყალსადენების ქსელში არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი 
სარეკონსტრუქციო და შესაკეთებელი სამუშაოები, რის გამოც წყალსადენების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების 9273,9 კმ-დან 50%-ზე მეტი საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ და/ან მიმდინარე შეკეთებას. ამას ემატება სატუმბო სადგურების აღჭურვილობისა და დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა. არსებული წყალსადენების 69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები, 28%-ს – სანიტარიული დაცვის ზონები, ხოლო 23%-ს – ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობები. სათავე ნაგებობებზე არასრულად ხორციელდება წყლის მომზადების სქემები, წყალგამწმენდი ნაგებობები ტექნიკურად გაუმართავია, განიცდიან საფილტრაციო მასალების, მოწყობილობებისა და წყლის მომზადებისათვის აუცილებელი ქიმიური რეაგენტების დეფიციტს. 70%-ზე მეტ წყალსადენებზე საქლორატოროების არ არსებობის და/ან მწყობრიდან გამოსვლის გამო არ ხდებოდა სასმელი წყლის სისტემატური დაქლორვა. შეფერხებულია წყლის მომზადების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სხვა.

საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივა