საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – ატმოსფერული ჰაერის დაცვა საქართველოში: ინსტიტუციური მოწყობა და რეგულირების ინსტრუმენტები

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მექანიზმები, რომლებიც მოქმედებს საქართველოში, ნაკლებად ეფექტურია ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვის თვალსაზრისით. ზოგიერთი მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მოწინავე ქვეყნებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სფეროში, საქართველოში არ გამოიყენება. მათ შორის, საქართველოში, მაგალითად, არ გამოიყენება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების განსაზღვრის მიდგომები გარემოზე ზემოქმედების ნებართვების გაცემისას, ასევე არ გამოიყენება ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებზე გადასახადი, საწვავზე გადასახადი მავნე ნივთიერებების შემცველობის მიხედვით და ა.შ. არსებული სააქციზო გადასახადი ავტომობილებზე კი, მოძველებული (7-14 წლის) ავტომობილების იმპორტს აძლევს სტიმულს, რაც კიდევ უფრო ზრდის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემას.