sskp_sqemebiსაჯარო სამართლის კერძო პარტნიორობის სქემები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ინფრასტრუქტურულ პროექტებში 

საჯარო სამართლის კერძო პარტნიორობა (სსკპ) მოიცავს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დაგეგმვის, მშენებლობის, დაფინანსებისა და ოპერირების მიზნით, გაფორმებულ კომერციულ ხელშეკრულებებს ცენტრალურ თუ ადგილობრივ მთავრობასა და კერძო ბიზნესს შორის, ისეთ სფეროებში, რომელიც ტრადიციულად საჯარო სექტორს განეკუთვნება, როგორიცაა: ტრანსპორტი, ჯანმრთელობის დაცვა, წყალმომარაგება ან განათლება. აღნიშნული თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორს შორის ხორციელდება, 
როგორც მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების, ასევე პროექტის განსახორციელებლად ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების შედეგად.