საჯარო პოლიტიკის ნარკვევი – ტურიზმის განვითარება საქართველოში

ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ტურიზმის განვითარების მიზნით მთიანი რეგიონების და სოფლების ხელშეწყობა დაიწყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ტურიზმის საშუალებით საკუთარი საარსებო წყაროს გაუმჯობესებაში დაეხმარება. მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, ტურიზმის განვითარება საქართველოში საკმაოდ ქაოტურად გამოიყურება; სტრატეგიული დაგეგმვის ნაკლებობა ანელებს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ტურიზმის განვითარება ახალი სფეროა არა მხოლოდ ადგილობრივი კომპანიებისა და ადგილობრივი თემებისთვის, არამედ სამთავრობო სტრუქტურებისთვისაც და ამან, შესაძლოა, ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.