lendfil

2008 წლის 18 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოცხადა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებული საჯარო კონსულტაციების პროცესის დაწყების შესახებ. “წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების” (სკოპინგი) დოკუმენტზე პირველი საჯარო განხილვის თარიღად განისაზღვრა 2008 წლის 26 და 27 აგვისტო. 
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ განცხადებას თან არ ერთვოდა პროექტის “წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების” დოკუმენტები (ინგლისური და ქართული), რის გამოც ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ დაუყოვნებლივ მიმართა განცხადებაში მითითებულ პროექტზე პასუხისმგებელ პირებს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე სათანადო პასუხი არ იქნა მიღებული. ამის შემდეგ ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ აღნიშნული საკითხის გასარკვევად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (ერგბ), რომლის დაფინანსებითაც ხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-ს და CEE Bankwatch Network-ის შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე.