DSC04919

2008 წლის 19 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაქვეყნა “მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პირველი ვარიანტი, რომლის გამოქვეყნებიდან დაიწყო აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვების 120-დღიანი ციკლი. 
პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 7 მილიონ ევროს (3 მილიონი ევრო – სესხი, 4 მილიონი ევრო – გრანტი), რომლის გამოყოფა იგეგმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (ერგბ) და შვედეთის ფონდის შიდა-ს მიერ. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პირველი ვარიანტის თანახმად, პროექტის მიზანია მყარი ნარჩენების მართვა აჭარის მთელ ტერიტორიაზე, რაც ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. კერძოდ, პირველ ეტაპზე აქცენტი გადატანილი იქნება ქ. ბათუმზე, მის 
ახლომდებარე კურორტ ქობულეთსა და სანაპირო ზონაზე და ხელვაჩაურის ავტომაგისტრალის გასწვრივ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე ეტაპზე მოხდება მყარი ნარჩენების მართვის მოწინავე მეთოდების დანერგვა აჭარის სოფლებში. პროექტის 
განხორციელების არეალი მოიცავს ტერიტორიას შავი ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ, სადაც ცხოვრობს აჭარის მოსახლეობის დაახლოებით 80%. 

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE BANKWATCH NETWORK-ის შენიშვნები და კომენტარები აჭარაში მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პირველი ვარიანტის თაობაზე