khudoni photoes 024

 ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-სა და CEE Bankwatch Network-ის კომენტარები და შენიშვნები ხუდონჰესის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების წინასწარი ეკოლოგიურ-სოციალური შეფასების საბოლოო ანგარიშზე.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის სრული შეჩერების თაობაზე, ხოლო მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების გრანტის დარჩენილი თანხა, მოხმარდეს ხუდონჰესის მშენებლობის კონსერვაციისათვის პროექტის მომზადებას.

ამავდროულად, მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი დიდი კაშხლის მშენებლობა დაკავშირებულია გარემოზე და სოციუმზე შეუქცევად რისკებთან, შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს საზოგადოებაში სრული კონსენსუსის ფონზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი განახლებადი ენერგიის განვითარებისათვის, რომელიც მისაღებია როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოციალური და საბოლოო ჯამში, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ვინაიდან გააჩნიათ მცირე გარე ხარჯები, მათ შორის საექსპლუატაციოც.